მამუკა ხაზარაძე - 4 დღეში გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, დავტოვოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, თუ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს

4 დღეში გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, დავტოვოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, თუ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს - იმედია, ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ იქნება თქვენი სწორი არჩევანი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციის საარჩევნო პროგრამას - „ილიას გზას“ სუფთა წარსულის, პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები შეასრულებენ.

„4 დღეში ჩვენი ქვეყანა ისტორიულ არჩევანს გააკეთებს. იმედია, ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ნომერი 9, იქნება თქვენი სწორი არჩევანი. 4 დღეში გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, დავტოვოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, თუ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც მრავალჯერ არის გამოხატული, განმტკიცებულია კონსტიტუციით და რომელსაც ეღობება „ქართული ოცნების“ ის ქმედებები, რომლებიც მათ ამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელეს.

თქვენ იცით, რომ „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გვაქვს გეგმა, გამოვიწვიოთ „რუსული კანონი“ და სრული ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ევროკავშირის მოთხოვნებთან, იმ 9 პუნქტთან, რომელიც სასწრაფოდ არის დასაწყები. ასევე იცით, რომ „ძლიერ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომ პირველივე სამ კვირაში შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები, რათა დავიწყოთ იმ დაპირების ასრულება, რასაც ჰქვია 1000-ლარიანი პენსიებისკენ სვლა. ყველა ეს და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც ჩვენ გავაერთიანეთ „ილიას გზაში“ იქნება განხორციელებული. ეს გეგმა იქნება განხორციელებული იმ ადამიანების და იმ ლიდერების მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან. ესენი არიან სუფთა წარსულის, პატიოსანი, პატრიოტი, რაც მთავარია, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ჩვენ შევკრიბეთ „ძლიერ საქართველოში“. სწორედ ეს ადამიანები შეცვლიან იმ 20-წლიან მანკიერ პოლიტიკურ სისტემას, რომელი იყო ჩვენი სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე