„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ოზურგეთი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მხარდამჭერს ნდობისთვის!“ , - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო კამპანიას აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში. თანამოქალაქეებს ქვეყნის მომავალზე ვესაუბრეთ და ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გავაცანით. მჯერა, საზოგადოება 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, მეტ კეთილდღობას და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, რისი მიღწევაც რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოების მხარდაჭერით!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთო კუნჭულია და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე