გიგა ბოკერია - ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილი მისი ინტერესების დასაცავად მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს იყო რუსული, საბჭოთა „ბოდვითი თეორიებით გაფორმებული უტიფარი აღიარება“ იმისა, რომ „ოლიგარქი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წირავს“.

„ეს კაცი რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა და ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის სწორედ მისი მსგავსი ადამიანის ძალაუფლებაში დარჩენა წარმოადგენს.

ამიტომაა თითოეული ხმა მნიშვნელოვანი, ასეთი პიროვნების დამარცხებას ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მისი საარჩევნოდ წალეკვა სჭირდება“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება