შალვა პაპუაშვილი - უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა, ამჯერად ეს ტერმინის -„რუსული კანონი“ - მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება

უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, ენჯეოების, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის -„რუსული კანონი“ - მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს, „რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მიუთითა თუ რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა“ დაადგინა:

„1.ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის;

2.ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა;

3.პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა;

4.ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა;

5.კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა;

6.არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება).

არც ერთი ეს საკითხი, არც ერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის.

ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს ისაუბრეს პარლამენტის წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება მოსარჩელე პოლიტიკოსებს და ენჯეოებს, მათ მთელი პროცესის დროს ვერ დაასახელეს ვერცერთი არგუმენტი, თუ რა ჰქონდა ქართულ კანონს საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან.

ამიტომაც იყო საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ კანონს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან, „რუსული კანონი“ უწოდეს.

რა თქმა უნდა, როგორც მანამდე - რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის და ა.შ. საქმეებზე - ალბათ, არც ახლა მოიხდის ვინმე ბოდიშს საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის. მაგრამ ქართველი ხალხი თავის დასკვნებს ხომ გამოიტანს და ეს დასკვნები ყველაზე ცხადად და ხმამაღლა 26 ოქტომბერს გაჟღერდება”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს შესაბამის დოკუმენტს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება