პრეზიდენტი - თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია, ეს ყველამ უნდა გაიგოს - ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ

ყველას ინტერესია მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, თუ ამომრჩეველი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია.

„მინდა ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება არ არის ახალი. ყველაფერი გავლილი გვაქვს - არჩევნების გაყალბების ტრადიციული ფორმები, კარუსელები. თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს. არ არსებობს გაყალბება , რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე გამოსული ხალხი, რომელიც თავის ნებას იტყვის საარჩევნო უბანზე. თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ უნდა გაიგოს. სიმშვიდე არის თქვენზე დამოკიდებული. ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ. მეც ვიქნები საარჩევნო უბანზე. მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანას და ევროპულ მომავალს სჭირდება. ყველას ინტერესია მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება