ინფრასტრუქტურის  მინისტრი - ბოლო 7 თვის განმავლობაში მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტის წარმატება  აღვნიშნეთ

ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 წარმატება და 6 მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება თუ გარდამტეხი ეტაპის გადალახვა აღვნიშნეთ-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა, გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი. კახეთის რეგიონში გაიხსნა წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი მაგისტრალური და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა, ასევე, გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რიკოთის მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი გზის 48 კმ-ით.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს