მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის

ჩრდილოეთ კორეელების რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეა გაგვიზიარებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობები დაადასტუროს.

“ამ მომენტში არ შემიძლია ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ინფორმაციას სამხრეთ კორეა მოგვაწვდის”, - განაცხადა რუტემ.

მან დააკონკრეტა, რომ სეული ექსპერტებს გაგზავნის, რომლებიც შემდეგი კვირის დასაწყისში ამ თემაზე ბრიფინგებს გამართავენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის. რუტემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ნამდვილად ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში