შსს-ში აცხადებენ, რომ ნატა ტალიკაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

თბილისში ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესსნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

შს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი მედაიასთან ინტერვიუში აცხადებდა, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. მისი თქმით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა