შალვა პაპუაშვილი - თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მუდმივად საქართველოს "მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ოპოზიციისგან განსხვავებით".

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები "პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტშივე, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში".

„დღეს „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც ითხოვს ხმას მოქალაქეებისგან, ნებისმიერი მათგანი, იმ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაჰყვებოდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჟღერდებოდა პარტნიორების მხრიდან, დააწესებდა სანქციებს , გაუშვებდა თუ არა მოხალისეებს, ჩაკეტავდათუ არა ცას, საზღვარს, შემოიღებდა თუ არა სავიზო რეჟიმს და ა.შ.?! ყველა ხომ ვხვდებით, რომ პასუხი არის - კი. ამას თუ ვხვდებით, იმასაც ხომ ვხვდებით, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტშივე, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. სინამდვილეში, რა გამოჩნდა იცით? თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო. ზუსტად ეს არის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდის, მათ შორის შეიძლება შენი მეგობრების დინებისგან განსხვავებულია, მაგრამ არის შენი ხალხის ინტერესში. ეს გააკეთა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ და ამას არ გააკეთებდა არცერთი დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე