მაიკ ტერნერი - საქართველოში ბრძოლაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის

საქართველოში ბრძოლაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.

მან ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთზე, კერძოდ გაიხსენა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და აქცენტები, რაც მისი თქმით, იმ დროს დაისვა.

ტერნერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მისი ვიზიტის მიზნებზე, მისი თქმით, აშშ არ უყურებს საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს.

ტერნერის თქმით, მათ სურთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით.

“როდესაც რეალურ ომს ვუყურებთ, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტ სი ძინგინსა და პუტინს შორის მოხდა რუსეთში, როდესაც ისინი ერთად იდგნენ - პრეზიდენტი სი რუსეთში ჩავიდა, როდესაც ეს ომი მიმდინარეობდა, პუტინის გვერდით დადგა და თქვა: “ჩვენ ცვლილება მოგვაქვს, რომელიც ასი წლის განმავლობაში არ მომხარა” - მათ ორს ერთად. ვიცით ეს ასი წელი რაზეა, ეს ასი წელი პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომია, ეს არის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლა. და ამაზეა ბრძოლა საქართველოში…

აგვისტოში ვიყავი საქართველოში სენატორ შაჰინთან ერთან, და იქ იმისთვის ვიყავით, რომ გაგვეკეთებინა ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტი ქვეყანაში, რათა იქ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს, მოხდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება; რათა შეგვეხედა მთავრობისთვის, ისინი რას აღიქვამენ თავიანთ პასუხისმგებლობად, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ურთიერთობების აღსადგენად.

და პრემიერ-მინისტრს [ირაკლი კობახიძეს] არაფერი ჰქონდა სათქმელი იმაზე თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთეს ურთიერთობებში წვლილის შესატანად. ამიტომ, ვფიქრობ, იქ ნამდვილად არის საპირისპირო მიმართულების ქარი, რომელიც განსხვავებულია იმისგან თუ რას ხედავს მოსახლეობა. და, კიდევ ერთხელ, ეს გავლენების სფეროზე არაა. ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც აშშ-ის გავლენას ან დასავლეთის გავლენას, როგორც ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ჩვენს გვსურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისი მოპოვებაც ხალხს შეუძლია დასავლეთში და ნატოში გაწევრიანებით. რუსეთისა და ჩინეთის მიზნებია, როგორც ეს ნათელი გახადეს, რომ ხალხი ამ ავტორიტარულ სფეროში იყოს და ეს კურსი ეწინააღმდეგება ხალხის მიერ დამოუკიდებლობის ძიებას,” - განაცხადა ტერნერმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე