ვოლოდიმირ ზელენსკი - ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ შეიძლება გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებს განუცხადა.

„როცა საქმე ეხება ენერგეტიკასა და ნავიგაციის თავისუფლებას, ამ საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად იყოს ომის შესაჩერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, შეაჩერონ თავდასხმები მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.

„პირველი სამიტის დროს ვნახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ კი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა