დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიას“ აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და პარტია კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის სასარგებლოდ აშშ-ის არჩევნებში უხეშ უცხოურ ჩარევაში დაადანაშაულა.

საჩივარში საუბარია მედიის ცნობებზე „ლეიბორისტებისა“ და ჰარისის საარჩევნო შტაბს შორის კონტაქტის შესახებ, ასევე აშკარა მოხალისეობრივ მცდელობებზე, რომელიც, მომჩივანი მხარის მტკიცებით, უკანონო შემოწირულობის ტოლფასია.

კონკრეტულად, საჩივარში საუბარია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ლეიბორისტებთან“ დაკავშირებული პირები შეერთებულ შტატებში ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გაემგზავრნენ.

მომჩივანი მხარის მტკიცებით, ეს ინფორმაცია ქმნის "გონივრულ დასკვნას, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიღო და ჰარისის საარჩევნო შტაბმა მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო შემოწირულობები.

გაერთიანებული სამეფოს "ლეიბორისტულ პარტიას" ტრამპის ბრალდებებისთვის ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა