„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია - „ქართული ოცნება“ ძალადობის პროპაგანდას ღიად ეწევა, რასაც სადამკვირვებლო მისიებმა შეფასება უნდა მისცენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალადობის პროპაგანდას ღიად ეწევა, რის გამოც ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიებს ფაქტის შეფასებას სთხოვს.

კერძოდ, ნიკა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კარდაკარ ბიულეტენებს ურიგებენ, სადაც დასავლური პარტიები ომის პარტიებად არის მოხსენიებული.

„ბოლო დღეებია ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს ძალადობის პროპაგანდას და მოსახლეობას კარდაკარ ურიგებენ ბიულეტენებს, სადაც პროდასავლური პარტიები მოხსენიებული არიან, როგორც ომის პარტია, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას აწვდიდნენ საკუთარ პროგრამას, როგორ დაძლევენ აჭარაში სიღარიბეს, როცა 150 ათასამდე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, როცა 10 ათასობით ბავშვი შიმშილობს, როცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში, როცა ამ საკითხებზე ხელისუფლებას პასუხი არ გააჩნია და მათი მოკავშირე გახდა ძალადობა და რუსული პროპაგანდა.

მოვუწოდებთ უსკოსა და ცესკოს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება „ქართული ოცნების“ მიმართ, რადგან ისინი ეწევიან ძალადობის ღია პროპაგანდას.

გვინდა ვთხოვოთ სადამკვირვებლო მისიებს, შეფასება მიეცეს მომხდარ ფაქტს. დღეს კოლბაში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილი ხალხს კიდევ მოატყუებს. ასევე, მაგალითად, ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში აიძულებდა თანამშრომლებს ფარსში მონაწილეობას და მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. ია ხალვაში „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს 30 ლარს ურიგებდა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა. ასევე, საზღვაო აკადემიის თანამშრომელი მიხეილ ბაჯელიძე სტუდენტებსა და აკადემიის კურსანტებს ავალებდა, რომ ამ ღონისძიებაზე წასულიყვნენ. დიახ, ამ ბინძური პროპაგანდით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპაროს.

ამ კანონდარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს და ძალადობრივი პროპაგანდისტი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან“, - აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება