უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცას, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპილის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

„15 რუსული დრონი გაუჩინარდა. უკრაინის საჰაერო სივრცეში მტრის 9 დრონი რჩება. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე, რუსულმა ძალებმა შავი ზღვიდან ოდესის ოლქის მიმართულებით Х-31-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა