ენტონი ბლინკენი - მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს

მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის დატოვებისას განაცხადა.

„ახლა დროა, რომ მიღწეული წარმატებები ხანგრძლივ სტრატეგიულ წარმატებად იქცეს. ორი რამ რჩება გასაკეთებელი: მძევლების სახლში დაბრუნება და ომის დასრულება იმის გაგებით, თუ რა მოჰყვება მას. ასევე, მნიშვნელოვანია, ისრაელმა (ირანს) ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი ისრაელიდან რიადში გაემგზავრა და აღნიშნა, რომ ისრაელმა საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზების „შესანიშნავი შესაძლებლობა“ უნდა გამოიყენოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს