სისტემური რეგისტრაციის პროექტით კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება

თბილისის მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, მოქალაქეებს კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრიროს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეგისტრაცია შეეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს.

„თბილისის მერია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი შეეხო 5 464 სარეგისტრაციო განაცხადს და მოიცავდა სისტემური რეგისტრაციის ხუთ არეალს. დღევანდელი განკარგულებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს რეგისტრაცია კიდევ 4 021 სარეგისტრაციო განაცხადზე, რომელიც ეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. ამ ორი განკარგულებით, რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს რეგისტრაცია, ჯამში, 9 485 სარეგისტრაციო განაცხადზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიულოცა ყველა იმ ოჯახს, ვისი განაცხადიც უკვე დაკმაყოფილდა და აღნიშნა, რომ პროექტი წლის ბოლომდე თბილისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე არეალში დასრულდება.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში ხორციელდება, 2023 წლის ივნისში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ეხება შემდეგ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელზეც, დაახლოებით, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება, თბილისის მერია უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4,264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს