ლევან სანიკიძე - მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ გზავნილს იღებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართველი ხალხის აქტს" კიდევ ათმა სენატორმა დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება.

„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია, ორივე მხარს უჭერს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი და გააგრძელოს ევროატლანიკური გაერთიანება.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ, შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან, მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

აქედან გამომდინარე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და მოვა ახალი, პროდასავლური, კოალიციური მთავრობა, რომელიც თვისობრივად და არსობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს ურთიერთობას როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი ფარული ჩანაწერი არ სჭირდება ივანიშვილის რუსეთთან კავშირს.

“მე საერთოდ არ მინდა ზოგადად ჩანაწერებზე საუბარი. ივანიშვილი რუსეთთან დაახლოებული კი არა, თხემიდან ტერფამდე რუსია და ამას ადასტურებს საჯაროდ, ფარული ჩანაწერიც არ სჭირდება. ღიად საუბრობს და მოუწოდებს ამ ქვეყნის ღალატისკენ. საათნახევრიან ინტერვიუს ვუსმინეთ, სადაც ერთი სიტყვაც არ უთქვამს ლავროვის წინააღმდეგ, ერთი სიტყვა არ უთქვამს ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომლებმაც მოგვიწოდეს ჯერ დსთ-ში გაწევრიანება, შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. მოგვიწოდა მტრის წინაშე დაჩოქებისკენ, უარი თქვა საქართველოს ევროპულ გზაზე და ამას არც ჩანაწერი სჭირდება და არც არაფერი, უბრალოდ ეს კაცი რომ რუსეთის სასარგებლოდ მოღვაწეობს 12 წლის განმავლობაში, ბოლოს ამას, სავარაუდოდ, ვიკიპედიაზეც დაწერენ, რომ ივანიშვილი ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესის გატარებას,” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის