„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - რეგიონებში კორუფციული შემთხვევები იზრდება - პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან მუნიციპალიტეტების მერები

საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „კორუფციის რუკა“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიაში, დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ თანხის თითქმის მესამედი - მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ.

„კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში. დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა. რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:

აჭარა: 933 060 894 ლარი; სამცხე - ჯავახეთი: 841 145 309 ლარი

შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი; კახეთი: 442 000 000 ლარი

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი

სამეგრელო - ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.

კონკრეტული კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციის სრული ვერსი იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება