შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერზე - მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერს ეხმაურება, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ქოცი=რუსს“.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს, რათა ყველა დავფიქრდეთ, „თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები“.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს.

ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.

მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი ტერორს უდგანან სათავეში.

მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აღნიშნული ბანერის ფოტოს აზიარებს და უთითებს, რომ ეს არის „ლიბერალური ფაშიზმი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს