დავით ფაცაცია რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია რუსთავში, მარტვილში, ბათუმსა და ქობულეთში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

მხარეებმა ასევე, ქვეყნის მდგრადობისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის საჭირო ქმედებებზეც ისაუბრეს.

ინფორმაციის თანახმად, დავით ფაცაციამ დევნილებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების პროცესები წინ მიიწევს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებული პირებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათთვის საჭირო სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„ჩვენ აფხაზელებთან შეხვედრების შედეგად და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით, ბევრი საჭიროების მოგვარება უკვე შევძელით და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების მზაობით და აქტიური ჩართულობით, უახლოეს მომავალში ყველა კრიტიკული საკითხის გადაწყვეტასაც შევძლებთ.

დღეს, როცა ვძლიერდებით და ბევრი მტერი გვყავს, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი განადგურების უფლება. წინ დიდგორის ბრძოლა გველოდება და უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არა იარაღით, არამედ მშვიდობით და ერთად დგომით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებს ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე