მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს შემუშავებული ხმების დაცვის მექანიზმი - არაფერს არ ვიტყვით, თუ გაყალბების შესახებ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება არ გვექნება

ჩვენ გავაკონტროლებთ არჩევნებს - არაფერს არ ვიტყვით, თუ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება გაყალბების შესახებ არ გვექნება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მათ აქვთ შემუშავებული მექანიზმი, რომელიც ხმების მყისიერად დათვლას უზრუნველყოფს.

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული ხმების დაცვის მექანიზმი. ეს არ გამოიხატება ტრადიციულ - დამკვირვებლებში, კომისიის წევრებში და ა.შ. არამედ შექმნილი გვაქვს, საკმაოდ სერიოზული software, რომლის დიზაინში და შემუშავებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. ეს იქნება მყისიერი დათვლის მექანიზმი, მეტ დეტალს არ მოგიყვებით. ჩვენ გავაკონტროლებთ არჩევნებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არასდროს, ჩვენ უსაფუძვლოდ, არც წინა არჩევნებზე და ბუნებრივია, არც ახლა არაფერს არ ვიტყვით, თუ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება გაყალბების შესახებ არ გვექნება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქართველი ხალხი მოიგებს.

„ჩვენ დღეს შეხვედრა NDI-სთან და IRI-სთან გვქონდა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ფაქტი უკვე არჩევნებამდე ხდება. ეს არის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ა.შ. დამერწმუნეთ, რომ ყველა ამ ფაქტს აღვრიცხავთ და ძალიან სერიოზულ კონტროლს დავამყარებთ. ვფიქრობ, რომ არჩევნები არის სწორედ ის დღე, რომლის შემდეგაც უნდა ვილაპარაკოთ აღნიშნულ საკითხზე, იმიტომ, რომ წინასწარ რაიმე სცენარის განხილვა, არ მგონია დღეს ვინმესთვის საინტერესო იყოს. იმიტომ, რომ განწყობა არის გამარჯვების და ეს არ არის რომელიმე პარტიის გამარჯვების, აქ საუბარია ქვეყნის გამარჯვებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ეს ქვეყანა უყვარს. ბუნებრივია, ვიღაცა შეცდომაშია შესული, ვიღაცას „ქართული ოცნება“ მოსწონს და მიკედლებულია ე.წ. კომფორტის ზონას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში არავის არ უნდა, იმ მდგომარეობაში ყოფნა, როგორ მდგომარეობაშიც დღეს არის. ამიტომ მე ძალიან დიდი თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის მიერ მოგებული იქნება და არანაირი ექსცესები ამას არ მოჰყვება, იმიტომ, რომ იმდენად ნათელი იქნება, ეს გამარჯვება, რომ არაფერი ამას სხვა რაღაცები არ მოჰყვება და მით უმეტეს, რაიმე გართულება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს