ბიძინა ივანიშვილი - 2012 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია

თბილისში ყველაზე უკეთ იგრძნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გულისცემა და დიდწილად სწორედ თბილისი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში განაცხადა.

მან გაიხსენა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები და აღნიშნა, რომ არათუ საპროტესტო აქციის გამართვას, არამედ, რამდენიმე ათეული კაციც კი ვერ ბედავდა ქუჩაში გამოსვლას. თუმცა, ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მთელი საქართველოდან ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში.

„კარგად მახსოვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები, როდესაც თბილისში, სადაც ხშირად სწორედ ქუჩაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები, ქუჩაში ხალხის შეკრებასა და საპროტესტო აქციის გამართვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, რადგან 15-20 კაციც კი ვერ ბედავდა გამოსვლას.

აი, ამგვარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ერთიანობამ და გამბედაობამ შეგვაძლებინა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბედი წაღმა დატრიალდა!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო