შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი - ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს’’, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში სიტყვით გამოსვლისას.

როგორ მან აღნიშნა, - ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.

,,ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა.

დაბოლოს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან - თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის დაქვეყნის გაერთიანების წლები.

ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიულ გამარჯვებას.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს