„ედისონ რისერჩი“ - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა  34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14%, „გახარია საქართველოსთვის - 11%, „ძლიერი საქართველო“ - 10%

ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ ტვ „ფორმულას” დაკვეთით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%

კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%

გახარია - საქართველოსთვის - 11%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%

ლეიბორისტული პარტია - 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს