მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც არიან ადამიანები, ვინც ეს უზრუნველყო

ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც არიან ადამიანები, ვინც ეს უზრუნველყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თავიანთ თავს ევროპელებად ფუთავს.

„ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან და თავიანთ თავს ფუთავენ, როგორც ვითომ ევროპელები, ფსევდოლიბერალი ფაშისტები. ამ დროს, მოდით შედეგებით ვილაპარაკოთ, ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, რომ თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც აქ არიან ადამიანები ვინც ეს უზრუნველყო, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლოს, ჩვენ დღეს ვართ ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსით და ეს გამარჯვებაც ბრძოლით მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარია უარი არ ვთქვით ჩვენს წარსულზე და უარი არ ვთქვით ჩვენს ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, ეს არის ყველაზე მთავარი“,-აღნიშნა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება