ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

„გახარია საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს, თხემის ზემოთა ნაწილში სიწითლე აღენიშნება.

„გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, კერძოდ, თავის არეში. თხემის ზემოთა ნაწილი დაზიანების შედეგად, გაწითლებული აქვს“, - აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომელმაც ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის განყოფილებაში ნახა.

ინფორმაციისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში" თავს დაესხნენ.

პარტიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.

ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება”,- აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს