ირაკლი კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, მათი უფლებაა, ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ

შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი.

„მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშიც ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ყველა საჯარო სამსახური ერთად რომ ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული. პოლიცია და ჯარი საერთოდ ვერ მონაწილეობს შეკრებებში, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისად ჯარი და პოლიცია რომ გამოაკლო, უკიდურესად შეზღუდულია საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა. ანუ, ჩვენ რომ ყველა საჯარო მოხელე მიგვეყვანა იმ აქციაზე რომელიც დღეს გაიმართა, მაქსიმუმ 5% შეევსოთ ამ შეკრების. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურია ამ ადამიანების გზავნილები. შევდივარ მათ მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ამ ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, ეს არის მათი მდგომარეობა. მათი უფლებაა, რომ ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ“,- განაცხადა პრემიერმა გადაცემა „ღამის კურიერში“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს