დავით ბერძენიშვილი - დამარცხების გარდაუვალობის პირობებში, წარმავალი ხელისუფლებები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასობრივი შეკრებისკენ ლტოლვას ამჟღავნებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ჰგავდა წარმავალი ხელისუფლების მასობრივ შეკრებას.

როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა, 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეკრიბა სტადიონზე ხალხი ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძემ 2003 წელს.

„დამარცხების გარდაუვალობის პირობებში, წარმავალი ხელისუფლებები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასობრივი შეკრებისკენ ლტოლვას ამჟღავნებენ. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეკრიბა სტადიონზე ხალხი. შევარდნაძის დროინდელიც მახსოვს 2003 წელს. როდესაც უმრავლესობის განწყობა არის საპირისპირო, ასეთი მარშები, ჩამოყვანილი საჯარო სექტორი და საკუთარი გულწრფელი მხარდამჭერებიც არ არის საკმარისი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, მან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ისაუბრა, კერძოდ იმ ნაწილზე სადაც ივანიშვილმა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერზე ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, „გახარიაზე ასეთი უღირსი შეტევით, ათასობით საჯარო მოხელე გახარიას გადაულოცა“.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, გუნდში იცოდნენო, რომ გახარია „გლობალური ომის პარტიის“ აგენტი იყოო. აგენტი ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნული, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა. აქ არ არის ლოგიკა. ბიძინა ივანიშვილის ტყუილი არის მდარე ტყუილი. საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ 12 წლის შემდეგ აკრძალოს „ნაციონალურო მოძრაობა“, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის მერე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ აუკრძალავს. არაადეკვატურია და უამრავ შეცდომას უშვებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ივანიშვილის შეცდომების კასკადის. გახარიაზე ასეთი უღირსი შეტევით, ათასობით საჯარო მოხელე გახარიას გადაულოცა.

ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო და უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამის გამო ის უხიფათო კი არ არის, დაჭრილი ნადირივით არის. ის ბოლომდე იბრძოლებს”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა