ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს - ისრაელმა უნდა გამოიყენოს მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

„მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად და იმუშაოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა“, - აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ოსტინმა ასევე გამოხატა შეშფოთება ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე ისრაელის თავდასხმების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა როგორც ლიბანის არმიის, ასევე გაერო-ს სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს