დონალდ ტრამპი - ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის

ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და ძალიან აგებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენს არჩევნები მოპარა, ასე რომ, ახლა ის სულ უფრო ამაღლებს თავის რიტორიკას და მიდის იქამდე, რომ მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, კამალა ჰარისი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არასტაბილური და აშშ-ის პრეზიდენტობის თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია. კერძოდ, CNN-ის მოდერატორის კითხვაზე : „ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია?“ - ჰარისმა უპასუხა: „დიახ, ასე ვფიქრობ“.

მანამდე, ჯონ კელიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა შეაქო ადოლფ ჰიტლერის გენერლები ერთგულებისთვის. ინტერვიუს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს აბსოლუტურად მცდარია და პრეზიდენტ ტრამპს არასოდეს უთქვამს ეს“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს