ირაკლი კობახიძე - კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ ჯარიმები - მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე - 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან

კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე - 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება.

„კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისთვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი.

„ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. მუდმივად აყენებდნენ ამ პრობლემას კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადიკალურად შემცირება იგეგმება. შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას ცხადს და სამართლიანს გახდის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის