რუსული მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, მუსა აბუ მარზუკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს სთხოვა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ღაზაში ერთიანი მთავრობის შექმნის მიზნით „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდოს.

„ჩვენ პალესტინის ეროვნულ ერთიანობასთან და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მთავრობის შექმნასთან, რომელიც ომის შემდეგ ღაზის სექტორს უნდა მართავდეს“, - განაცხადა მუსა აბუ მარზუკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება