თბილისში 20-22 ნოემბერს მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, 2024 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოში გაიმართება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია ესტუმრება.

„კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის(DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის(CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.

III საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარდგებიან - ანდრეას მუნდტი, გერმანიის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე; ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; კრისტინა კაფარა, კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის დირექტორის მოადგილე და იზაბელ პერინიონი, ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის მომხმარებელთა დირექტორი და სხვები.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დაგეგმილია 7 სესია და 2 პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ: კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე; ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, ციფრულ ბაზრებზე - კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე; მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებზე, სტანდარტებსა და ტენდენციებზე; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით - კარტელებთან ბრძოლის მეთოდებზე; როგორ მიმდინარეობს ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში და ა.შ.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის, გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.

ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ccc.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას