TASS - რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

შეთანხმების მიხედვით, თუ ერთ-ერთ მხარეს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრებიან, მეორე მას სამხედრო და სხვა სახის დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს.

ცნობისთვის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში მოაწერეს. ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დოკუმენტი რატიფიცირებისთვის 14 ოქტომბერს წარუდგინა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!