რომან გოცირიძე - ლარის გადარჩენა ფაქტობრივად, დამოკიდებულია ამომრჩეველზე, ვინაიდან არჩევნების შედეგით გავიგებთ გვექნება სტაბილური და მყარი ვალუტა, თუ დავუბრუნდებით 90-იან წლებს - არ უნდა ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომა!

ლარის გადარჩენა ფაქტობრივად, დამოკიდებულია ამომრჩეველზე, ვინაიდან არჩევნების შედეგით გავიგებთ გვექნება სტაბილური და მყარი ვალუტა, თუ დავუბრუნდებით 90-იან წლებს - არ უნდა ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომა! - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა ლარის სტაბილურობას, ვიდრე პანდემიამ. გოცირიძის განცხადებითვე, ეროვნული ბანკი იმ დანაშაულის თანამონაწილეა, რასაც საქართველოს მთავრობა ჩადის.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, თუ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

„უმძიმესი ვითარება არის შექმნილი ქვეყნის საფინანსო სისტემაში. "ქართული ოცნების" უგუნურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით, ბოლო 2 თვეში, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, იმაზე დიდი ზიანი მიაყენა ლარის სტაბილურობას, ვიდრე პანდემიამ. არნახული რამ ხდება ეროვნულ ბანკში. სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. ეს არის წარმოუდგენელი რამ. საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ანუ, ჩვენი რეზერვების დაახლოებით, 10% ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, აორთქლდა. რომ არა ეს 400 მილიონიანი ინტერვენცია ლარი, ფაქტობრივად, არ იარსებებდა. ეროვნული ბანკის მიმართ პრეტენზია ის კი არ გვაქვს, რომ ინტერვენციებს ახორციელებს და დოლარს ყიდის, არამედ პრეტენზიები გვაქვს იმაში, რომ ეროვნული ბანკი არის თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რასაც ჩადის საქართველოს მთავრობა. ხელს აფარებს „ქართული ოცნების" დანაშაულებრივ პოლიტიკას.

დღეს ასეთი ვითარებაა. ლარის გადარჩენა ფაქტობრივად, დამოკიდებულია ამომრჩეველზე, ხალხზე, ვინაიდან, არჩევნების შედეგით ჩვენ გავიგებთ გვექნება სტაბილური და მყარი ვალუტა, თუ დავუბრუნდებით 90-იან წლებს. ამიტომ არ უნდა ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომა. ეს ეხება, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც მიზეზით ჯერ კიდევ სჯერა გულუბრყვილოდ "ქართული ოცნების"," - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება