თათია ნიკოლაშვილი - გურიაში ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია, „ზონდერები" უკვე რუსულნომრიანი მანქანებით დადიან

მინდა მივმართო გურულებს - ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ გაიგებს თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ - ბიძინას მოსაშორებლად, ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

ნიკოლაშვილის თქმით, გურიაში, მოჭიდავეები ამომრჩევლებზე ძალადობენ.

„გურიაში „ზონდერი“ მოჭიდავეების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას ამომრჩევლებზე და ამ ყველაფერს ძმები გეგეშიძეები და გურიაში მათი წარმომადგენელი, გუგა ცინცაძე ახორციელებენ. გუშინ საღამოს, მათ ჩვენი კოალიციის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. ჩვენ განვახორციელეთ ზარი 112-ში 00:55 საათზე, ხოლო ზუსტად, 4 წუთში ადგილზე მივიდა გუგა ცინცაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა.

ესენი პირადად ვანო ჩხარტიშვილის მიერ მობილიზებული „ზონდერები“ არიან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ: დააშინონ ხალხი, რათა მათ არჩევნებზე ხმა ვერ დააფიქსირონ. ქუჩაში გადაადგილება უკვე შეუძლებელი ხდება, ჩვენ ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვედით პოლიციის შენობიდან, სადაც ასევე, „ზონდერები“ ჰყავდათ მობილიზებული, რუსული ნომრებით. როცა ჩვენ გადავადგილდებოდით, „ბარიგობაში“ მხილებული „ზონდერები“ მოვიდნენ რუსულნომრიანი მანქანით და შეურაცხყოფა მოგვაყენეს.

ვიმეორებ, რომ მათი მიზანია ამომრჩევლების დაშინება, მაგრამ მინდა მივმართო გურულებს: ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ გაიგებს, თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ. ბიძინას მოსაშორებლად, ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზა არის და იქნება ევროპისკენ“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე