უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსებმა ოთხი უკრაინელი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და მოკლეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოს მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ოთხი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ სელიდოვოსთან ახლოს მდებარე პოზიციებზე შტურმის დროს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაატყვევეს, შემდეგ ეროვნული გვარდიის დაჭრილი, უიარაღო წევრების დაკითხვა ვიდეოზე გადაიღეს. მეორე დღეს, როცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს, სამძებრო სამუშაოების დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს.

„დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევისა განზრახ მკვლელობის ფაქტზე“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ომის ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და მძიმე საერთაშორისო დანაშაულია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე