ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე - ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს

ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს, - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეკრებაზე დადასტურდა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს.

„გუშინდელ ღონისძიება მეც გახლდით. შესაბამისად, ყველა იქ მყოფი ადამიანი ცალსახად ხედავდა რა სულისკვეთება არსებობს ჩვენს ამომრჩეველში, მოსახლეობაში. ჩვენს ხელისუფლებას მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს. ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს. ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც მოსახლეობა აქტიურობდა და აქტიურად იკრიბებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების პრეზენტაცია იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური და ეს არის თვალსაჩინო მაგალითი მოსახლეობის პოზიციის, რაც ვფიქრობ, რომ მკაფიოდ დადასტურდება ორ დღეში, არჩევნების შედეგებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე