ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებს. ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის იყოს მიმართული ეს ინფრასტრუქტურა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი საწარმოო კლასტერი შევქმნათ, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც იდეაში რეალიზებაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში, პორტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ ოპერატორებს, წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასეთი ტიპის სამრეწველო ზონებს ოპერირებენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. შეიძლება ჩვენც განვახორციელოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. საწყის ეტაპზე ასევე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. შეიძლება ადგილობრივი ინვესტორებიც გვყავდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალი კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ის თავის მხრივ შეძლებს, რომ ზონაში საინტერესო ინვესტორები მოიზიდოს. ასეთ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში