ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე - ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან რეალურია

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამაში საზოგადოება მაშინ დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, გუშინ კი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

„ამაში საზოგადოება დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, ახლა კი კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გუშინ უამრავი ადამიან შეიკრიბა. რეალურად, ჩვენ გვაქვს ეს მიზანი -საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება სწორედ ამის დემონსტრირებას იყო. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ყველანაირი რესურსი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში