რატი ბრეგაძე - ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოსგან უსამართლოდ არ მოითხოვოს მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მსგავსად.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „ხაზარაძე კარგად მიხვდა, რომ მისი ტყუილები სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გავიდა“.

„ის მასშტაბი, რაც გუშინ იხილა საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მეტყველებს იმ ნათელ გარემოებაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ ყველაფერს განაპირობებს ის გატარებული რეფორმები და სამუშაოები, რომელიც ამ პერიოდში ჩატარდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგება სწორ გზას. ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდგომ უკვე შეიქმნება ახალი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის ინტერესზე იქნება ორიენტირებული და არ გადაიხდის ფულს, რომ საქართველო დაასანქცირონ ოფიციალურად და დეკლარირებულად. ასევე რომელთა რიგებშიც არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთან საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ იყვნენ ოფიციალურად სხვა უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურის წევრები. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებზე, არ მოითხოვოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, ხაზარაძის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდში უტოლდებოდა ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს. არ დააყენებს საკუთარ სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ვფიქრობ, ხაზარაძეც კარგად მიხვდა, რომ მისი ტყუილები არ გავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო არბიტრაჟში მწარე მარცხიც იწვნია, ის ფულიც, რომელიც უნდა გადაეხადა საქართველოსთვის, გადაიხადეს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს