ირაკლი კობახიძე - ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში იყო არაერთი შემთხვევა, როცა ბრუტალური ფორმით დაშალეს და დაარბიეს მიტინგები - ეს ხელწერა არ არის დამახასიათებელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენ პროპორციული მიდგომა გვაქვს

გახსოვთ, როდესაც გახარიამ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და გაზი, რით დასრულდა ეს ყველაფერი. რეალურად, წყლის ჭავლი და გაზი არის ყველაზე რბილი საშუალება, რაც შეიძლება სახელმწიფომ ძალადობრივი შეკრების წინააღმდეგ გამოიყენოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აბსოლუტურად პროპორციულია თითოეული მოქმედება, რომელსაც შსს ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში ახორციელებს.

„რაც შეეხება შსს-ის საქმიანობას, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გახდა შსს მინისტრი, ხედავთ, თუ როგორია ყველა სპეცოპერაციის მიმდინარეობა. აბსოლუტურად პროპორციულია თითოეული მოქმედება, რომელსაც შსს ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში ახორციელებს. ყველა კითხვაზე უწყება გაგცემთ პასუხს. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ პროპორციული უნდა იყოს ნებისმიერი ქმედება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლისგან განსხვავებით, შსს-ის მიდგომა არის რადიკალურად განსხვავებული.

„ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ბრუტალური ფორმით დაშალეს და დაარბიეს მიტინგები. ეს მიდგომები და ეს ხელწერა არ არის დამახასიათებელი ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენ პროპორციული მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, „შარშან ლამის მთელი თბილისი გადაწვეს მოძალადე მომიტინგეებმა“.

„ერთადერთი ადამიანი იყო ამისთვის დაჭერილი და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. წელსაც იყო უამრავი დანაშაულებრივი აქტი, რაც მომიტინგეების მხრიდან განხორციელდა, ამასთან ერთად იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი მეორე მხრიდან, ყველაფერთან დაკავშირებით წარიმართება გამოძიება. რატომ არ ითხოვთ სასწრაფო წესით იმ მომიტინგეების დაკავებას, რომლებიც უმძიმეს ძალადობას სჩადიოდნენ?!“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს