ირაკლი კობახიძე - სახეზეა ის მრავალჯერადი უპირატესობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - მოლოდინი მაქვს დამაჯერებელი გამარჯვების

სახეზეა ის მრავალჯერადი უპირატესობა, რაც “ქართულ ოცნებას“ აქვს. მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვების, რათა შემდგომში ქვეყანა განვითარდეს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც თბილისში “ქართული ოცნების” მიერ გამართულ შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებას გამოეხმაურა.

ქარსელაძის თქმით, გუშინდელი შეკრება “ძალიან ემოციური და თბილი იყო”.

„ძალიან ემოციური იყო. დიდი მუხტი მოდიოდა. ჩვენი ასეულობით ათასი მხარდამჭერი ჩვენს მხარდამხარ ესწრებოდა შეხვედრას, სადაც მხარდაჭერას გამოხატავდნენ „ქართული ოცნებისადმი“, ჩვენი კურსისადმი და მნიშვნელოვანი შედეგების შემდგომი განვითარებისადმი, იმ ძირითადი პოსტულატების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, რა თქმა უნდა, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და რა თქმა უნდა, აუცილებლად, ევროპისკენ.

ეს არის გზა, რაც გასავლელი გვაქვს, რათა მომზადებული ვიყოთ ყველა მიმართულებით, რითიც აუცილებლად დავბრუნდებით ევროპულ ოჯახში და არა ხელცარიელები, არამედ დახუნძლული შედეგებით. ბევრი ადამიანი იყო. ძალიან თბილი ღონისძიება იყო - ვგულისხმობ განწყობას და მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, სახეზეა ის მრავალჯერადი უპირატესობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვების, რათა ქვეყანა შემდგომში განვითარდეს“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება