თსუ-ის ბიბლიოთეკების ერთიანი საძიებო პროგრამა იქმნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ს ვებგვერდზე შეიქმნება თსუ-ს ბიბლიოთეკების კატალოგების ერთიანი, საერთო საძიებელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანებული თსუ ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმში არსებული წიგნადი ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში.

„თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ-ს ვებგვერდზე შეიქმნება თსუ ბიბლიოთეკების კატალოგების ერთიანი, საერთო საძიებელი. ერთიანი საძიებო პროგრამა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ როგორც თსუ-ის, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზებით.

ერთიანი ფანჯრის პრინციპით, მკითხველი მოიძიებს საჭირო დოკუმენტს სხვადასხვა საძიებო პარამეტრებით: დოკუმენტის სახელწოდება, ავტორი, ბარკოდი, საკვანძო სიტყვა და ა.შ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თანამედროვე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საბიბლიოთეკო მომსახურების ხარისხს. ერთიანი რესურსები მეტად ხელმისაწვდომი გახდება, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მკვლევრებისთვის.

ახალი სერვისები და საბიბლიოთეკო რესურსების გაზიარება სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალებას მისცემს უკეთესად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება