ვახტანგ გომელაური - ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი - აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია, „არსად იმალება“.

„რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები არჩევნების შემდეგ მოიხსნება. ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდნენ. მაშინ ბრძანება ვინ გასცა? ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აქციების დროს „იყო არასასიამოვნო ფაქტები, რომელიც არავის მოეწონებოდა“.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება, გომელაურმა განმარტა, რომ შსს-ის თანამშრომლების გარჩევა რთულია.

„შეიძლება იყო ვთქვათ „გადამეტება“, მაგრამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. თუმცა, ის , რომ ნომრები აქვს ყველას, ასე არ არის და გარჩევა ნამდვილად რთულია“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აქციებზე პოლიციელებიც დაშავდნენ, მათ შორის მძიმედ, მაგრამ დღემდე ვერ გამოიძიეს.

„ყოველთვის თავდასხმები იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალა არ გამოვიყენოთ. ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, ბიჭებს თავი დაუტეხეს, შიგნით ქვებს ისროდნენ, ცეცხლი წაკიდეს, დაწვეს, ეს ხომ ფაქტი იყო?!“ - განაცხადა გომელაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის