მერია - ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში შევიდა #37 საბავშვო ბაღი, რომელიც 280 აღსაზრდელზეა გათვლილი.

„თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი სრულად აღჭურვილია ახალი ინფრასტრუქტურით.

საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, პარალელურად, კიდევ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება, რისთვისაც საერთო ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში 10 ახალი ბაღის მშენებლობა და 20-ის რეაბილიტაცია განხორციელდა.

სამომავლოდაც გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია კიდევ ორი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის