კახა კალაძე - მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნებაა

ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა.

მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც დღეს ვიმყოფებით, ასევე, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები, ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა. ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ბაღების მშენებლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება, იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვახორციელებთ. მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხყოფა, ბულინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს, თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ვერ გაგვეძლო ბულინგისთვის, შეურაცხყოფისთვის, მუქარებისთვის და შევერთებოდით სანქციებს, რა მდგომარეობა გვექნებოდა?! შეცდომა რომ დაგვეშვა და გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზეა საუბარი, ქვეყანაში გვექნებოდა სრული კატასტროფა. დღეს აქ კი არ ვიქნებოდით, ქვეყანა იქნებოდა ქარ-ცეცხლში გახვეული. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა და რასაც ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით ებრძვიან გარე დავალებებით, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია და ქვეყანა ისევ ვიღაცის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში