ნინო წილოსანი - მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ მოძალადე ძალა არ არის

მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ არ არის მოძალადე ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგიჩაიშვილი თავისივე ტყუილებში და კონსპირაციებში იჭრება.

„იმედი მაქვს, რომ ის ფიზიკურად კარგად, ჯანმრთელად იმყოფება. როგორც ვნახე, ეს დაზიანებები არ იყო მძიმე ხასიათის, თუმცა ასევე ვნახე მისი განცხადება, რომ თურმე, "ქართული ოცნების" მაისურებით, დროშებით იყო ეს ხალხი და ძალიან მიკვირს, თუ კონსპირაციებში გადადის და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ორგანიზებული იყო, ასე ღიად ვინ მივიდოდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ამიტომ თავისივე ტყუილებში და კონსპირაციებში იჭრებიან. მე, რა თქმა უნდა, მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი, თუმცა ასევე არ გამოვა ეს ტაქტიკა იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველამ, ჩვენი მომხრეებიანად, ასევე მათი მომხრეების ჩათვლით, ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მოძალადე ძალა“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, პარტიის ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის” წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა.

მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე