ვლადიმერ პუტინი BRICS-ის სამიტზე - მნიშვნელოვანია ალტერნატიული, საიმედო და ყოველგვარი დიქტატისგან თავისუფალი მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების შექმნა

მსოფლიო ეკონომიკური აღდგენის შემდეგი ტალღა გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩნდება, ამიტომ დროა ვიფიქროთ საკუთარი პლატფორმის შექმნაზე BRICS-ის ქვეყნების მზარდი ეკონომიკის პოტენციალის გასახსნელად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ალტერნატიული, საიმედო და ყოველგვარი დიქტატისგან თავისუფალი მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების, საწარმოო და ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა, ტექნოლოგიებისა და მოწინავე ცოდნის გაცვლის დამყარება, ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობების განვითარება და გაზრდა“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი განმარტებით, ამ საინვესტიციო პლატფორმის მიზანია გაზარდოს საინვესტიციო ნაკადები BRICS-ის ქვეყნებში, გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ფოკუსირება მოახდინოს დიდ ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება