ზვიად შალამბერიძე - ვადგავართ სწორ გზას და ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერით, ერთ მუშტად შეკრული ვივლით წინ, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ქვეყნის წარმატებისაკენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ცხენთაროსა და როდინაულის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე შეაჯამა 12 წლის განმავლობაში სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის მიერ გაკეთებულ საქმეს მოსახლეობა ხედავს, დადებითად აფასებს და მადლიერებასაც გამოხატავს. მათი აქტიურობა, ჩართულობა და მოქალაქეობრივი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაძლევს საშუალებას ვთქვა, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვადგავართ სწორ გზას და ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერით, ერთ მუშტად შეკრული ვივლით წინ, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენი ქვეყნის წარმატებისაკენ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს